“მააა დამეხმარე რა?!” – თაკო ჩარკვიანის ემოციური პოსტი საავადმყოფოდან

თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი აქვს და საავადმყოფოში მუშაობს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„როგორც კი გამიჭირდება, (საერთოდ) ჯანუკის ვთხოვ ხოლმე –

მააა, დამეხმარე რა?!

ეს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემიანის დაკარგვის შემეშინდება, ისე დიდი “კურდღლობით” არ გამოვირჩევი; ახლობლებიც და ექიმებიც დამეთანხმებიან ალბათ. აი, მოახლოებულ, ახლობლის განშორებას თუ ვგრძნობ, ბითური თაგვივით კუთხეში ავიტუზები და სულ ჯანსუღის სტრიქონები მახსენდება – დედას მიუძღვნა:

„შენ ნუ გგონია რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება, თორემ სიკვდილი, სიკვდილი რაა, სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან!”

ჰო, საოცარი სიტყვებია მართლა…..

მოკლედ, იმდენი დრო გაქვს ადამიანს ფიქრისთვის და ვიღაც იკითხავს- სიკვდილზე ფიქრისო???

არააა, პირიქით – სიცოცხლეზე, განვლილზე, შენს განვლილ ცხოვრებაზე, რა გხიბლავს, რა გენანება, რა არ გააკეთე, ან რა გააკეთე;
ზუსტად იცი, რომ რაღაცას არ გააკეთებდი????

აბა რა გითხრათ, გეტყვით, რომ ერთის შემშურებია მხოლოდ:

რისი???? – სიჩუმის. რატომ???- იმიტომ, რომ კარგია და სასარგებლოა???? არა, რა თქმა უნდა არა, აბა მაშ რა?

რა და მომგებიანიაო ერთმა მითხრა; შენ არ ცხოვრობ მომგებიანადო. მართლააა?? ვკითხე და თითქოს შემრცხვა ჩემი შეცდომის – “წამგებიანად რომ ვცხოვრობ” იმისი. ჰო?? ალბათ! მორჩილად დავეთანხმე კეთილისმსურველს.

მერე მახსოვს მთელი გზა დოლიძის ქუჩამდე ფეხით წამოვედი რუსთაველიდან და ჩემთვის ვფიქრობდი.

მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, არ ვიცი რატომ, იმიტომ, რომ მართლა მომხვდა გულზე “ტყუილ-მართალი” თუ იმიტომ, რომ თავი რომ დავუქნიე მორჩილად კეთილისმსურველს რჩევა -დატუქსვის გამო.

ვერ გეტყვით, ალბათ ორივე

მერე მახსოვს, ჩემი დიდი ძაღლის ხმამ დამაყენა კარგ ხასიათზე; იგრძნო რომ სახლს მივუახლოვდი და მთელ ქვეყანას შეატყობინა ყეფით -მოდისო.. გამიხარდა, კიბეზე ავედი სახლის კარი გავაღე, სუნი-სურნელი ვიგრძენი ჩემი ძველი კეთილი სახლის, ნოტების, წიგნების და ცოტა ჩემი სუნამოსი ერთმანეთში არეული, შემეგება ჩემი ბაგუამლოკა, შემომახტა,

(ბაგუ ქართული ნაგაზი იყო- ჩემი მეგობარი)

სამზარეულოში გავედი ყავა დავისხი, თან ბაგუს ვეუბნებოდი- მოიცა, ახლა ყავას დავისხამ და მოგეფერები თქო; ზუსტად ისე მორჩილად დამეთანხმა ჩემი ძაღლი, აი, როგორც მე იმ კეთილისმსურველს.

მეც ჩემი დიდი ძაღლივით მორჩილი ვიყავი ერთი საათის წინ.

გამეცინა საკუთარ თავზე….. ახლა ფიქრის დრო რომ მაქვს, მაინც ნაკბენივით მახსოვს ის სიტყვები.

ფიქრობ ადამიანი, რა შემზარავი სიტყვააა „მომგებიანი“, ანუ იცხოვრე თუ არა მომგებიანად.

რა ვიცი აბა, სამშობლოს სიყვარული და ცოტა იდეალისტი თუ ხარ და თუ ეს წამგებიანია, ესე იგი ვიცხოვრე წამგებიანად.
ჩემმა მშობლებმაც წამგებიანად ალბათ…

ახლა ჩემი დოლიძის ძველი სახლი მახსენდება ძველი სურნელით…

ჩვენი ოჯახის ფრიად საინტერესო, სავსე და ვიღაცისთვის შეიძლება “წამგებიანი” ცხოვრება პეკინის N 2-ში;
ჰოდა, მადლობა ღმერთო, იმ სურნელისთვის, იმ სტრიქონებისთვის,

იმ სახლისთვის, იმ ჰანგებისთვის, იმ ქუჩისთვის, მადლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვიცნობდი და მახსოვს…

მადლობა ამ “წაგებისთვის”!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები