ლუნა და თენგო ჩცდ-დან გაუშვეს – რა ბედი ეწია “მერაბ დარჩიას”

„ჩემი ცოლის დაქალებს“ მაყურებელი „ფორმულას“ ეთერში, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს იხილავს. „ტვ ფორმულამ“ Facebook-ის გვერდზე სერიალის რეკლამები უკვე გამოაქვეყნა.

სერიალის ახალი სეზონი ლუნას და თენგოს გარეშე გაგრძელდება. მსახიობების ქეთი ხუციშვილის და შოთიკო ნოზაძის სერიალიდან წასვლის მიზეზი მათი „რუსთავი 2“-ზე გადასვლა გახდა.

„პრაიმტაიმი“ სერიალის დატოვების მიზეზების გასარკვევად ქეთი ხუციშვილს და შოთიკო ნოზაძეს დაუკავშირდა. რამდენიმე კვირის წინ ქეთიმ „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ რუსთავი-2-ზე მუშაობის პარალელურად მას სერიალშიც გადაიღებდნენ და ეს პრობლემა არ იქნებოდა.

ქეთი ხუციშვილი: მე ვიცოდი, რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და ვიქნებოდი, როგორც რუსთავი-2-ზე ასევე, ვითამაშებდი სერიალში, მაგრამ საბოლოოდ, გაირკვა, რომ თურმე პრობლემა ყოფილა. ძალიან მწყდება გული, საუკეთესო 4 წელი გავატარე ფორმულა „კრეატივის“გუნდთან ერთად. ირაკლი საღინაძემ გადაწყვიტა, რომ ვინც რუსთავი-2 ზე ვართ: მე, შოთიკო ნოზაძე და ზურა ნიჟარაძე სერიალში აღარ ვითამაშებდით. რუსთავი-2-ს არ აქვს პრობლემა, მაგრამ რადგან სერიალს „ფორმულა“აკეთებს, გადაწყვეტილება მათ მიიღეს.

წინასწარ რომ გცოდნოდათ, სერიალიდან გამოგიშვენდნენ, მაინც „რუსთავი 2“-ზე გააკეთებდით არჩევანს?

რა თქმა უნდა. საუკეთესო გუნდია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

შოთიკო ნოზაძე: ჩვენ მსახიობები ვართ და პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადაწყვეტილიყო ჩვენი საკითხი. ძალიან ვინერვიულე, სერიოზული სტრესი მქონდა ბოლო ორი კვირაა. მოლაპარაკებები მიდიოდა, რაც სამწუხაროდ ასე დასრულდა.

ჯერ არ გარკვეულა კიდევ ერთი გმირის, „მერაბ დარჩიას“ პერსონაჟის ბედი. მსახიობი ზურაბ ნიჟარაძეც რუსთავი-2-ზეა, თუმცა როგორც მსახიობი ამბობს, ჯერ-ჯერობით არ იცის, რჩება თუ არა სერიალში.

წტარო:https://www.primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები