„ლუმ ბანდსები“ ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში იყოს

ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა პატარა რეზინის რგოლებისგან ე.წ. ლუმ ბანდსებისგან სათამაშოების აწყობა.

ამ სათამაშომ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. თუმცა ბოლო დროს სპეციალისტებმა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ ამ ნაკეთობაში ადამიანისთვის საშიში ნივთიერებებია გამოყენებული. ის საფრთხეს არ წარმოადგენს სხეულთან რამდენიმეწუთიანი კონტაქტის დროს, მაგრამ თუ თქვენ სამაჯურს ხელზე გაიკეთებთ და შემდეგ მას 24 საათის განმავლობაში ატარებთ, შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოთ. საუბარია ნივთიერება ფტალატზე, რომელიც ზოგიერთი დასახელების სათამაშოში ნორმას 100-ჯერ და მეტჯერ აღემატება. ეს საშიში ტოქსიკური ნივთიერება შეიძლება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ონკოლოგიურის გამომწვევი იყოს. ამის გამო ბევრ ქვეყანაში „ლუმ ბანდსების“ აკრძალვაზე დაიწყო საუბარი. თუმცა მისი მოწინააღმდეგეები მხოლოდ ამ სათამაშოთი არ შემოიფარგლებიან და სხვა სათამაშოების, ასევე სასკოლო და საკანცელარიო ნივთების შემოწმებასაც მოითხოვენ, რომელშიც შეიძლება ეს საშიში ნივთიერება აღმოჩნდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები