ორგანიზაცია “ამბრელას” დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მადლობას უხდის. ამის შესახებ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოთარ ფარცხალაძეს, მაგარი კაცი ხარ, ოთარ. როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, მამაჩემი თანამდებობიდან მოხსნეს, მიშას დროს ის ფინანსური პოლიციის შეფი იყო, ოჯახში სხვა მეტი არავინ არ მუშაობდა, ბევრს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ყველამ ზურგი გვაქცია, “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი ლიდერი ან ვინმე ჩვენს დასახმარებლად არ მოსულა, სიტყვაც არავის შეუწევია, ისევ ოთო ფარცხალაძემ მოახერხა და დამატებით 6-8 თვე დატოვა მამა სამსახურში, სანამ რამე ახალ სამსახურს იპოვიდა და არ ამოვწყდებოდით შიმშილით, ოთო მაგარი კაცი ხარ და მაგრად გაფასებ, აქ პოლიტიკაზე არ არის საუბარი მე ადამიანობაზე და კაცობაზე ვსაუბრობ. ოთოს ეგეთები არასოდეს ეშლებოდა!
ის დროც იყო, როცა მამაჩემი ოთოს უფროსი გახლდათ, პოლიტიკის გარდა არის მეგობრობაც,” – წერს ლუკა ფეიქრიშვილი.