ლოს-ანჟელესში, ნავში მსხდომები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ (ვიდეო)

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სანაპიროზე, 4 ადამიანი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქეები პატარა იალქნიან ნავში ისხდნენ, რა დროსაც ძლიერმა ტალღებმა ნავი, ნელ-ნელა, ნავმისადგომისკენ გარიყა. მიუხედავად იმისა, რომ ნავში მყოფი ადამიანები მისთვის მიმართულების შეცვლას ცდილობდნენ, 4.5 მეტრი სიმაღლის ტალღამ ნავი ამოაყირავა და ნავმისადგომს შეანარცხა.
მომხდარის შედეგად 4-ივე მსუბუქად დაშავდა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Isufp-6fudo[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები