ლოს-ანჟელესის პოლიცია მთლიანად ელექტრომანქანებზე გადადის

ლოს-ანჟელესის პოლიციამ სამსახურეობრივი საჭიროებისთვის 300 ელექტრომანქანა შეიძინა, მათ შორის ძვირადღირებული TESLAMOTORS-ისა და BMW i3-ის მოდელები. განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა ერიკ გარსეტიმ გააკეთა. „ასეთი ფორმით ჩვენ შევძლებთ გადასახადების გადამხდელთა თანხების ეკონომიას. ამავე დროს, ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ამერიკული ქალაქი, ელექტრომობილების ამხელა ოდენობით,“-განაცხადა პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა. ქალაქის პოლიციის დემპარტამენტს უკვე აქვს ელექტრომობილების საკუთარი ავტოპარკი 23 სკუტერისა და 3 ელექტრობაიკის შემადგენლობით, რომელიც ქალაქში პატრულირებისთვის გამოიყენება. ამიერიდან კი მათ, ძვირადღირებული ელექტრომანქანები – BMW i3-სა და TESLA-SP85D მოდელები შეემატება. ცნობილია, რომ უახლესი მოდელის მანქანები პოლიციის მიერ გამოყენებული იქნება სამძებრო-კვლევითი სამუშაოებისთვის.

 

asd

cvxb

la-me-ln-la-goes-green-with-green-energy

 

კომენტარები

სხვა სიახლეები