ფრანგულმა კომპანია “ლორეალმა” კონტრაქტი შეუწყვიტა თავის პირველ ტრანსგენდერ მოდელს, ფერადკანიან მონრო ბარგდორფს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მონრომ ინტერნეტში რასისტული შინაარსის სტატუსები გამოაქვეყნა. მოდელმა ფეისბუქში დაწერა, რომ “ყველა თეთრკანიანი რასისტია”.
“ლორიალის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მონრო ბარგდორფის შეხედულებები მათი ღირებულებებისგან არსებითად განსხვავდება და შესაბამისად, მოდელთან პარტნიორული ურთიერთობის გადაწყვეტილება მიიღეს.
მას შემდეგ, რაც მონრომ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ შეიტყო, სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა: “ჩემთან ხელშეკრულების შეჩერებით, თქვენ მხოლოდ ადასტურებთ იმას, რომ სიმართლე ვთქვი”, – აღნიშნა მოდელმა ფეისბუქის პირად გვერდზე.