ჯენიფერ ლოპესმა და ჯეიმს ქორდენმა ტელეარხ CBS-ის ეთერში მსახიობ ლეონარდი დიკაპრიოზე იხუმრეს. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე დაიდო. პირდაპირი ეთერის დროს ქორდენმა ლოპესს მობილური ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და მისი სახელით დიკაპრიოს გლამურული შეტყობინება გაუგზავნა.
„ეი, პატარა ბიჭუნავ, არ გინდა, ცოტა გავერთოთ? გაქვს რამე იდეები?“
რამდენიმე წუთის შემდეგ დიკაპრიომ ლოპესს პასუხი მოსწერა:
„შენ დღევანდელი საღამო გაქვს მხედველობაში? კლუბი გამოდგება?“
საბოლოოდ ლოპესმა გადაწყვიტა სახლში ბავშვებთან ერთად დარჩენა. ჯეიმს ქორდენის შოუ, რომელსაც „საავტომობილო კარაოკეს“ უწოდებენ, ვინაიდან მოქმედება ავტომანქანაში ხდება, ტელეკომოპანია CBS-ის ეთერში გადის.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=qQIsdod0LWo[/youtube]