ლონდონში, რუჯის მიღებისას, მოქალაქემ დაინახა, თუ როგორ ჩამოვარდა მის ეზოში ცხედარი

კვირას ლონდონის ბაღში კენიის თვითმფრინავიდან, რომელიც ლონდონის თავზე მიფრინავდა, ცხედარი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბაღში ჩამოვარდა.
როგორც თვითმხილველი ამბობს, მამაკაცის ცხედარი ერთი მეტრის მოშორებით დაეცა ადგილობრივი მაცხოვრებლისგან, რომელიც ეზოში მზის აბაზანებს იღებდა.

“მამაკაცს ტანსაცმელი ეცვა, მე მის გვამს დავხედე და გარშემო ბაღი მთლიანად სისხლიანი იყო”, – განაცხადა თვითმხილველმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ავიაკომანია „კენია ეარვეისის“ თვითმფრინავის შასის განყოფილებიდან გადმოვარდა, როდესაც ავიალაინერი “ჰითროუს აეროპორტში” დასაშვებად ემზადებოდა. ლონდონის პოლიციის ვარაუდით, გარდაცვლილი უბილეთო მგზავრია, რომელიც ნაირობიში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში დაიმალა. მოგვიანებით, აღნიშნულ ადგილას წყალი და საკვები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მან წინასწარ მოიმარაგა.

საგამოძიებო სამსახური გარდაცვლილი პიროვნების ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები