ლონდონის სამხრეთ ნაწილში ბაიტულ-ფუტუჰის მეჩეთს ცეცხლი გაუჩნდა. დასავლეთ ევოპის უდიდეს მეჩეთში ცეცხლის ჩაქრობას სამოცდაათამდე მეხანძრე ცდილობდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. აალების დროს მეჩეთში მომლოცველები და სასულიერო პირები არ ყოფილან, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლის შედეგად მოწამვლა ერთმა ადამიანმა მიიღო, ის სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე ლონდონის 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე სკოტლანდიარდმა მოკვლევა უკვე დაიწყო. მეჩეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცეცხლის განგებ გაჩენას ისინი გამორიცხავენ.