ლონდონის პოლიცია დევიდ ბექჰემის წინააღმდეგ

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. ამის შესახებ „Daily Mail“ იუწყება. მიზეზი კი ავტომობილის მართვისას დაშვებული სიჩქარის გადაჭარბებაა. „მანჩესტერ იუნაითედის“ და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ბექჰემი დანაშაულს არ აღიარებს.
ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ვარსკვლავი თავისი „Bentley“-თ მოძრაობისას საათში 59 მილის სიჩქარით გადაადგილდებოდა, მაშინ როცა გზის იმ მონაკვეთზე მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე საათში 40 მილს შეადგენდა. ბექჰემი კი ამტკიცებს, რომ სიჩქარე არ გადაუჭარბებია. ლონდონის სასამართლოში მოსმენა ამ საქმესთან დაკავშირებით ხვალ, 28 აგვისტოს არის დანიშნული. თუ კი ბექჰემის დანაშაული დამტკიცდება, მან ან სერიოზული ჯარიმა დაეკისრება ან მართვის მოწმობას ჩამოართმევენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო ედავებიან. 1999 წელს ის 150 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და რვა თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. მაშინ ბექჰემი ამტკიცებდა რომ პაპარაცისგან თავის დაღწევას ცდილობდა და მოგვიანებით მართვის უფლებაც დაიბრუნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები