კოკო შანელის დროიდან, საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნდა, რომ პოდიუმი მხოლოდ გამხდარი ქალბატონებისთვის იყო შექმნილი, თუმცა ბოლო დროის მოდის ტენდენციებით ნათელი ხდება, რომ შეხედულებები, გემოვნების მსგავსად იცვლება. გუშინ ლონდონში გამართულ მოდის კვირეულზე “პლუს საიზ”-ის გოგონებმა ფურორი მოახდინეს. განსხვავებული პროპორციებისთვის შეკერილმა კაბებმა კი დიზაინერებს იმაზე მეტი მოგება მოუტანა, ვიდრე ტრადიციული ზომის მოდელებისთვის შექმნილმა ტანისამოსმა.