სამართალდამცავებმა არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის უფროსი ძმა მატიასი დააკავეს. პოლიციამ ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით აიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი მატიას მესის მანქანაში ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს. პოლიციელების მოთხოვნაზე – წარედგინა საბუთები, მან უარი განაცხადა. სამართალდამცავებმა ფეხბურთელის ძმის ავტომანქანა გაჩხრიკეს, რა დროსაც მატიასმა მათთვის ხელის შეშლა სცადა. მოგვიანებით ის როსარიოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გამოუშვეს.