“ლიმონიანი ჩაი კარგია” – პაატა იმნაძის რჩევები კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მიმართავს მათ, ვისაც კორონავირუსთან გამკლავება სახლის პირობებში უწევთ:

„მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ ამან შეიძლება, სისხლის შედედებაზე იმოქმედოს. ამიტო, დავისვენოთ, თუმცა, ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობს, ვიაროთ აქეთ-იქეთ, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ლიმონიანი ჩაი კარგია ამისთვის.

თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტი. თუ რისკფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები