ლიკა ყაზბეგმა მისი ორი პროექტი – “წარმატებული ქალი პოდიუმზე” და “კომპანიის სახე” – “ბაბილო მიუზიკ ჰოლში” გააერთიანა (ფოტოკოლაჟი)
დიზაინერი, სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” და ბავშვთა Fasion Week-ის დამფუძნებელმა, ლიკა ყაზბეგმა 7 დეკემბერს პოდიუმზე ორ პროექტი, “წარმატებული ქალი პოდიუმზე” და “კომპანიის სახე”, “ბაბილო მიუზიკ ჰოლში” გააერთიანა. წლევანდელი სიახლე ის იყო, რომ ლიკა ყაზბეგის პროექტებს წარმატებული კაცების პოდიუმიც დაემატა. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი “კვირა” იყო. პორტალი “კვირა” პოდიუმზე, პიარმენეჯერმა, ნინო ხოსიტაშვილმა წარადგინა.
საღამო ბალერინა თათა ჯაშმა გია ჯაჯანიძის ლექსის ფონზე გახსნა , რომელიც „იმედის“ პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ მონაწილეობს.
ლიკა ყაზბეგის პროექტისთვის – “წარმატებული ქალი პოდიუმზე” ეს უკვე მეცხრე სეზონია. ქართველი დიზაინერის ამ პროექტში მოდელები არ გამოდიან , ეს არ არის სტანდარტული პოდიუმი, პროექტში იქნებიან ქალები, როლებმაც 30 წელს გადააბიჯეს და მათი ბიოგრაფია გამორჩეულია. ასევე, არიან მომხიბლავები და წარმატებულნი თავიანთ პროფესიაში.
რაც შეეხება “კომპანიის სახეს”, ეს არის ჩვენება, სადაც სხვადასხვა კომპანიის სახეები, მარკეტინგისა და პიარმენეჯერები გამოდიან.
ყოველ წელს ლიკა ყაზბეგს პოდიუმზე დაახლოებით 20 ქალბატონი გამოჰყავს.