ლიზა ყენია: “ძალიან ფარისევლურ აზრებს ვკითხულობ, ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, ყველაფერს წყვეტს რუსთავი 2”

მომღერალი ლიზა ყენია ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობს. მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილმა დედის პროფესია აირჩია. ლიზას თავდაპირველად ჩოგბურთელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა. გოგონამ ბევრი შრომისა და პატრ-პატარა სკანდალების წყალობით პოპულარობის მოპოვება შეძლო, მეტიც დღეს ის დედაზე ცნობადი ადამიანია საქართველოში. გოგონა აღიარებს, რომ როდესაც დედა იმ სფეროში ტრიალებს, რომელსაც შემდგომ შვილი ყველაფერი უფრო მარტივია. მაია ქალიშვილს შენიშვნებსა და რჩევებს ხშირად აძლევს, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინება მხოლოდ ლიზას პრეროგატივაა.

ლიზა “რუსთავი 2”-ის ახალ პროექტში, “X ფაქტორში” იღებს მონაწილეობას. ახალგაზრდა მომღერალი სცენაზე ქუდითა და სათვალით გამოვიდა, რათა საკუთარი ვინაობა დაემალა. იგი დაქალის სახელითა და გვარით წარსდგა ჟიურის წინაშე. სათვალემ და ქუდმა ლიზას სახე დიდად ვერ დამალა, მაყურებლებმა მაინც იცვნეს. ჟიურიმ ლიზა ვერ იცნო. მომხდარს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთების მტკიცებით ეს ყველაფერი დადგმული იყო, ჟიურიმ კარგად იცოდა ვინ იდგა სცენაზე და შემდგომი მათი გაოცებაც სპექტაკლი იყო. მომხდართან დაკავშირებით ლიზაც აკეთებს კომენტარს: “რაღაც ძალიან ფარისევლურ აზრებს ვკითხულობ და როგორც ჩანს, ჩემმა სათვალითა და ქუდით გამოსვლამ განხეთქილება მოაწყო და ვთქვი, რომ ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, ყველაფერს წყვეტს “რუსთავი 2″, რას ილაპარაკებ, როგორ გამოხვალ, მომდევნო ტურებში რას იმღერებ და ა.შ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვინც სპექტაკლებს დგამს, იმიტომ რომ ხალხში რაღაც ინტერესის მარცვალი ჩააგდოს და ალაპარაკოს. რა თქმა უნდა მერჩია ამ ყველაფრის გარეშე გამოვსულიყავი… მაგრამ…სიყვარულით თვენი ლიზა”.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=9GyzOJwHLMc[/youtube]

წყარო: http://3.dainteresdit.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები