ლიზა ყენია ბონდარენკოს დაუპირისპირდა – “მას არ უნდა ერგოს ბინა და იზორია არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში გადაღებებზე“

ლიზა ყენიამ პროექტის, „ცეკვავენ ვარსკლვავების“ დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში ედგა. ფეისბუქის გვერდზე მისი კომენტარი, ასევე, პროექტსაც შეეხო.
„გამიმართლა, რომ მაიას შვილი ვარ, ადამიანს, რომელიც ყველაზე სამართლიანი, ყველაზე რეალისტი და საოცრად სუფთა ადამიანობის მქონდე დედაა. გამიმართლა იმიტომ, რომ მისგან ვისწავლე, რა არის ადამიანობა! თავმოყვარეობა, სხვისი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში თავის კონტროლი. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ არცერთი წამით ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი, არც ადამიანობა დამიკარგავს და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ არც ბინძური თამაშით მითამაშია.
ჩემი შრომით, წვალებით, ოფლით, ტკივილით, სიხარულით, ნერვიულობით და კარგი ადამიანების მხარდაჭერით გამოვიარე ეს რამდენიმე კვირა. ამაყი ვარ თქვენი იმ ადამიანების, ვინც ერთი სმს-ი მაინც გამოაგზავნეთ, ჩემს გასამხნევებლად ბევრი კარგი სიტყვა მითხარით, რაც ძალიან დამეხმარა. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც გამუდმებით მლანძღავდა, რომ არაფერს წარმოადგენთ, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეუარაცხყოფას და, როგორც თქვენ ამბობთ, არც ფულიანი მამიკო მყავს და არც არავინ მდიდარი. ჩემით და ხალხის დახმარებით მოვედი აქამდე და ასე ვივლი სულ. არც ბანკიდან სესხები გამომიტანია, რომ ფინალში ასე გავსულიყავი. ვიმეორებ მე არ მინდა ბინძური თამაშის მონაწილე ვყოფილიყავი, მადლობელი ვარ, რომ უმაგრესი მეგობრები შემძინა ამ პროექტმა. რატი, შენ ხარ ჩემი სიამაყე, მეამაყები, რომ გიცნობ, რომ ვცეკვავდი შენთან ერთად და რომ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ხარ!
მიყვარხარ და უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან იყავი. მინდა გითხრათ და გირჩიოთ, ადამიანმა აირჩია ის პროფესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კინოსთვის, თეატრისთვის გახდა მსახიობი. მოგეხსენებათ, ნორმალური ანაზღაურება დღეს მსახიობებს არ გააჩნიათ და, ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, სწავლობს და ამ ყველაფერს აკეთებს, ფოთიდან თბილისამდე და მას თბილისში სახლი არ გააჩნია. სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს თბილისში ბინა და ჯანო იზორია არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში გადაღებებზე! გონს მოდით“, – წერს ლიზა ყენია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები