ლიზა იასკო სოფო ნიჟარაძეზე: საერთოდ არ მაინტერესებს, მე არ ვარ ის, ვინც ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს

უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.

„მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის, ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო, მე საერთოდ არ მაინტერესებს… თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება. სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის,“- ამბობს ლიზა იასკო.

კომენტარები

სხვა სიახლეები