ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია “X ზონა”-ში გასული ინფორმაციის გამო, რომელიც ინგა გრიგოლიას ქალიშვილის, მარიამის ქორწილს ეხებოდა, საჯარო ბოდიშს იხდის.
“გუშინ აშკარად არ იყო ჩემი დღე 🙁 უნებლიედ ორ ადამიანს ვაწყენინე…
გადაცემა X ზონა პირდაპირ ეთერში გადის, ამიტომ ძნელია ყველაფრის გათვლა და წინასწარ დაგეგმვა.
ჯერ იყო მამუკა გამყრელიძე, რომელმაც თეატრი დათმო და ჩემთან სტუმრად მოვიდა, რისთვისაც მას დიდი მადლობა.
დისკუსიის დროს რუსეთის საკითხს შევეხეთ და ჩემს რეპლიკაზე, თქვენც ხომ გაქვთ ბიზნესი რუსეთში, რატომ აპროტესტებთ რუსი ტურისტების ჩამოსვლას? საკმაოდ არგუმენტირებული პასუხი გამცა, თუმცა შემდეგ მიკროფონი დადო და სტუდია დატოვა. ნამდვილად არ ვიცოდი ეს კითხვა თუ მიუღებელი იყო მისთვის და მომიტევეთ ამისთვის.
მეორე ადამიანი ინგა გრიგოლიაა. ჩართვაზე ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მყავდა, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული და ღვარძლიანი პოსტებით, ძირითადად ცნობად სახეებს ესხმის თავს.
დათო ქაცარავასთან აქვს კონფლიქტი და დათომაც საკადრისი პასუხი გასცა. ზაქარეიშვილის ერთერთი არაკორექტული პოსტი ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილსაც ეხებოდა, რაზეც მივუთითე და ისიც შევთავაზე, დათოსთვის ბოდიში მოეხადა. ეს არ იყო დაგეგმილი, უბრალოდ საუბარმა მოიტანა, პირდაპირ ეთერში ძნელია გათვალო სად წაგიყვანს რესპონდენტი.
ამით ვაწყენინე ინგას. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მიჩვეულია, რომ მასზე და მის ოჯახზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, მაინც მტკივნეულად მიიღო ადვოკატის გამოჩენა ჩემს ეთერში, რისთვისაც პირადად მე ვუხდი ბოდიშს.
ორივეს, მამუკას და ინგასაც, დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, ეს გაუგებრობა ჩვენს ურთიერთობას არ გააფუჭებს”,-წერს ლიზა ვადაჭკორია ფეისბუქის პირად გვერდზე.
Prev Post
სხვა სიახლეები