ზაფხულის დადგომასთან ერთად, იმატა გარუჯვის მოყვარულთა რიცხვმა, რისთვისაც ბოლო ხანს ძალიან ხშირად იყენებენ ლეღვის ნახარშს და სავალალო შედეგებამდეც მიდიან. ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოუწოდებს მოსახლეობას, არ მიმართონ გარუჯვის „კუსტარულ“ მეთოდს და ლეღვი ხილად მიირთვან. სოციალურ ქსელში კი ავრცელებს ფოტოს, წარწერით: “ლეღვი ხილად მიირთვით”.