ლეონარდო დიკაპრიო კვლავ შეყვარებულია და საკუთარი გემოვნების ერთგულია. ლეოს ახალი შეყვარებული – ელა კავალეკი, როგორც მსახიობის ყველა მეგობარი გოგონები, ქერაა, მოდელია და კარგი ფორმები აქვს, – წერს უცხოური მედია.
რამდენიმე დღის წინ ლეომ და ელამ ველოსიპედებით გაისეირნეს და პაპარაცების ყურადღებაც მიიპყრეს. გასეირნების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ლეოს მეგობრებთან ერთად ლანჩზე შეხვდა. წინა საღამოს კი ლეო და ელა ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს. ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ და ცეკვავდნენ.
ელას შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამაა ცნობილი. ის დამწყები მოდელია. ახლახან კავალეკმა პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან Elite Model Management Miami-სთან კონტრაქტი გააფორმა. ლეოსთან სიახლოვით კი მას იღბლიანი „ბილეთი“ ერგო, რადგან ყველასთვისაა ცნობილი, რომ დიკაპრიოსთან რომანის შემდეგ ყველა კარი არა მარტო სამოდელო ბიზნესში, არამედ კინოშიც იღება.
Next Post
სხვა სიახლეები