ჰოლივუდის ვარსკვლავს ლეონარდო დიკაპრიოს ახალი შეყვარებული ჰყავს. საკუთარ გემოვნებას ლეომ არ უღალატა და ამჯერადაც შეყვარებულად მოდელი შეარჩია. დიკაპრიოს რჩეული 19 წლის ჩელსი ვეიმარია დანიიდან. გოგონა Victoria’s Secret-ის მოდელია. წყვილი ფარულად მალიბუს ერთ-ერთ რესტორანში გადაიღეს, იმავე საღამოს კი ჩელსიმ სოციალურ ქსელში ლეოს აუზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.