ლელობურთის უძველესი ტრადიცია „გარდიანის“ სტატიაში (ფოტოკოლაჟი)
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ საქართველოში ლელობურთის ტრადიციაზე სტატიას აქვეყნებს. ლელობურთი ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში იმართება. ეს სახალხო შეჯიბრება – დღესასწაული ყოველ წელს ეწყობა, რომელშიც ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები მონაწილეობენ. თამაშს ქართველი და უცხოელი ტურისტებიც ესწრებიან ხოლმე.