ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია – მომღერალი კლინიკაში გადაიყვანეს

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მომღერლის დაინფიცირების ფაქტი სააგენტოს კლინიკაში დაუდასტურეს.

სააგენტოს ცნობით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

„ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები