ლელა წურწუმიას ავადმყოფობის გამო ქუთაისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლემ, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ლელას ავადმყოფობის გამო, ქუთაისში, რესტორან “ამირანში” დაგეგმილი კონცერტი ორი კვირით გადაიდო. მისივე თქმით, ბოლო დღემდე, ყველანაირად ეცადნენ მომღერალი ფეხზე დაეყენებინათ, მაგრამ ამაოდ.
“ჩემო მეგობრებო, სამწუხაროდ, ხვალინდელი კონცერტი, რომელიც ანშლაგით უნდა ჩატარებულიყო ქუთაისში, რესტორან ამირანში, გადაიდება ორი კვირით და ჩატარდება 15 დეკემბერს, ლელას ავადმყოფობის გამო. საშინელი ვირუსი შეხვდა გასტროლზე, ყველანაირად ვეცადეთ ბოლო დღემდე ფეხზე დაგვეყენებინა, მაგრამ ამაოდ, ბოდიშს გიხდით ყველას და გელოდებით, გელოდებით 15 ში…”,- წერს კახა მამულაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები