სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილის (მამულიჩა) გათავისუფლებას ეხმაურებიან.
დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:
“ან სხვებიც გაუშვან, ან კეთილი ინებონ და ეს გაშვება ახსნან. საფუძვლიანად”
ირაკლი ვაჩარაძე, “იდენტობის” ხელმძღვანელი:
“ლევან აბზიანიძე პლანის სავარაუდოდ მოწევის ეჭვის გამო მოკლეს და ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს. ნაცების ბრალია. ლელას გამო ასჯერ რომ შეიწყალეთ”
ვასილ დაბრუნდაშვილი, ჟურნალისტი:
“სად ვცხოვრობთ? ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რის საფუძველზე უცნობია. პროცესი ისე ჩატარდა რომ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი დაუმალეს. ამას რა ქვია?. ლელა მდგარა კანონზე მაღლა!”
ნოე სულაბერიძე, პროდუსერი:
“მამულიჩას გამოსვლამ განსაკუთრებულად გამახარა ამხანაგებო!!! …თქვენ? )”
შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე “მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.