ლელა კილაძე ორსულად არის

გუკა რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე ორსულად არის, – ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

“კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე… სიმბოლურია, რომ ლელა (კილაძე) ორსულადაა…” – აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე თვეა ერთად არიან. კილაძეს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ბოლო ქორწინებაში ის თბილისის ყოფილ მერთან იმყოფებოდა. რაც შეეხება გუკას, მას ნუცა კუხიანიძესთან ერთი ქალიშვილი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები