ლელა კაკულია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მისი სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

“მეგობრებო, ქალბატონ ლელა კაკულიას სახელით ფეისბუქზე ვრცელდება ყალბი ჩანაწერი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.

უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ცრუ ჩანაწერს, რომელშიც აშკარად იკითხება გარკვეული პოლიტიკური ძალისადმი სიმპათია, გამომდინარე ლელა კაკულიას პიროვნებისა და მისი წინასწარმეტყველებადმი მაღალი ნდობიდან, შეუძლია დაპირისპირების გაღვივება და არეულობის გამოწვევა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია!!!

ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას: არასდროს ენდოთ და არ გადაიზიაროთ საკუთარ აკაუნტებზე ლელა კაკულიას სახელით გაკეთებული არანაირი განცხადება თუ ჩანაწერი, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არ იქნება გამოქვეყნებული!!!”, – ნათქვამია ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები