„ვარსკვლავის დაბადება“ – ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა.
ფესტივალზე ლედი გაგა ჩვეულებისამებრ ექსტრავაგანტული ჩაცმულობით წარსდგა.
მას, დიდი, ვარდისფერი კაბის ტარებაში ასისტენტი ეხმარებოდა.
ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ ბრედლი კუპერისთვის, როგორც რეჟისორისთვის სადებიუტოა.
„ვარსკვლავის დაბადება“ უილიამ ველმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია.
ვენეციის 75-ე კინოფესტივალი 29 აგვისტოს გაიხსნა.