ლევან ჯიბღაშვილმა მოსამართლეს მამათა მონასტრიდან დახასიათება წარუდგინა

მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული ფოტომასალა პირველმა არხმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები