მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი მალე მამა გახდება. მისი რჩეული სალი სულხანიშვილია. წყვილი წლების წინ ხვდებოდა ერთმანეთს. დაშორების შემდეგ, ჯიბღაშვილს მრავალი სასიყვარული რომანი ჰქონდა, თუმცა ყველაზე გახმაურებული მისი და ბათუმელი ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობა იყო. ჯიბღაშვილმა ხელიც სთხოვა რჩეულს, თუმცა მალევე დაშორდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშორების მიზეზი ნაცარიშვილის ღალატი იყო.
როგორც ჩანს, ლევან ჯიბღაშვილი კვლავ ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ, ჯიბღაშვილის დამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობი და მისი რჩეულია აღბეჭდილი.
Prev Post
სხვა სიახლეები