ლევან ხურცია სოციალურ ქსელში ახალშობილ ალექსანდრესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და უფალს მადლობას უხდის ასეთი საჩუქრისთვის. მსახიობი ასევე მადლობას უხდის თავის მეორე ნახევარს და ყველა მეგობარს. „პირველ რიგში დიდი მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის, დიდი მადლობა ჩემ მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის. დიდი მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო ,ძმებო და ძვირფასო ადამიანებო. კეთილი იყოს ალექსანდრე ხურციას მობრძანება“ – წერს ლევან ხურცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.