ლევან კოღუაშვილმა ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მოიპოვა

ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმის პროექტმა – “გურია” (თხილი) სცენარის განვითარებისთვის ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება (9000 ევრო) მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“გურია”(თხილი) რამდენიმე თვის წინ ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი გახდა.
პროექტის სცენარისტები არიან: ბორის ფრუმინი, გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი, ხოლო პროდიუსერები – ოლენა ერშოვა და ნათია ჩხარტიშვილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები