“ლევან, დამლოცე” – სოცმომხმარებლების გამოხმაურება ლევან ჯიბღაშვილის მიერ სასამართლოზე წარდგენილ ცნობაზე

მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლების შესახებ რეკომენდაცია და სხვა დოკუმენტაცია წარადგინა. მათ შორის არის სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ცნობაც. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოება საკმაოდ გაამხიარულა და ემოცია კომენტარების საშუალებით გამოხატა. “კვირა+” რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

“ლევან, დამლოცე!”;

“დონ ჯიბღა მართალი”;

“მარხვაში კოკაინის მაგივრად სოიოს ფხვნილს იყნოსავდაო თუ რა წერია ნეტა დახასიათებაში”;

“ო, ეს ეკლესიაა, რა დიდებულიააა”;

“ლევან, პასპორტიც აჩვენე, ბავშვი ეგონები, შეგიწყალებენ”;

“განსაცდელის ცნობა წარადგინა??”

“აცრის ცნობა არ მიუტანია?”;

“წმინდა ლევან ჯუგაანელი”;

“საუკეთესოა, ალბათ, მრევლს შორის”.

კომენტარები

სხვა სიახლეები