ლევან ბახიას ფილმი “ნაღმი” ნიუ-იორკის საშინელებათა ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამავე ფესტივალზე დაჯილდოვდა ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი სტერლინგ ნაიტი, როგორც საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.
ფილმ “ნაღმში” უცხოელ კოლეგებთან ერთად ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. მათ შორის იყო მსახიობი კოტე თოლორდავა.
სხვა სიახლეები