ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ლედი გაგა ჯიმ კიმელის შოუს ეწვია, სადაც მან ფილმში – „ვარსკვლავის დაბადება“, შესრულებულ როლზე ისაუბრა.
გაგამ სოციალურ ქსელს “ტუალეტი” უწოდა, რადგან ვებმომხმარებლები მისსა და ბრედლი კუპერს შორის არსებულ სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობას, სოცქსელებში აქტიურად განიხილავდნენ.
“ჩვენ არტისტები ვართ და უნდა გვეჩვენებინა სიყვარული. სიმართლე რომ გითხრათ, სოციალური ქსელი ინტერნეტის ნამდვილი ტუალეტია და რაც მან პოპკულტურას გაუკეთა, უბრალოდ საშინელებაა. ხალხმა დაინახა სიყვარული და კი, ჩვენ ამის ჩვენება გვინდოდა. ეს სასიყვარულო სიმღერაა ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ“, – განაცხადა გაგამ.