ლედი გაგა საქმროს ოფიციალურად დაშორდა (ფოტო)

არც ისე დიდი ხნის წინ, კინოფილმის „ვარსკვლავი დაიბადა“ გადაღების დროს ხმები დაირხა ლედი გაგას და მსახიობ ბრედლი კუპერის რომანის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ორივე არტისტს სერიოზული ურთიერთობები ჰქონდათ. ბოლოსდაბოლოს, გასული წლის ოქტომბერში ლედი გაგამ კრისტიანო კარინოსთან თავისი ნიშნობის შესახებ განაცხადა. მის ფანებში სიმშვიდემ დაისადგურა.
თუმცა, რაოდენ დიდი იყო საზოგადოების გაოცება, როდესაც „გრემის“ ცერემონიაზე, ლედი გაგას ხელზე აღარ ეკეთა ნიშნობის ბეჭედი, რომლის ფასი 400 ათასი დოლარია. მღელვარება გაძლიერდა, როდესაც ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, გაგამ სამადლობელო სიტყვაში არც კი ახსენა საქმრო, იმ ადამიანებს შორის, ვისაც ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა.
და აი, მომღერლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს კიდეც: ლედი გაგა და კრისტიანო კარინო ოფიციალურად დაშორდნენ.
„მათ უბრალოდ არ გამოუვიდათ. ხანდახან ურთიერთობები უბრალოდ სრულდება. აქ არ არსებობს რაიმე სევდიანი და გრძელი ისტორია“, – განაცხადა გაგას წარმომადგენელმა.
მომღერლის და მისი აგენტის ურთიერთობა 2017 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც გაგა მსახიობ ტეილორ კინის დაშორდა. გაგას კინისთანაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც ანალოგიურად ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები