32 წლის მსოფლიოში ყველაზე ექსტრავაგანტულ მომღერლად აღიარებული ლედი გაგა რამდენიმე დღის წინ ქართველი დიზაინერის სამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამჯერად, მან დათუნა სულიკაშვილის მაღალყელიანი ჩექმა, ე.წ. ბოთფორდი მოირგო. მისი ფოტოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.
სიახლე “ინსტაგრამის” გამომწერებს თავად დიზაინერმა ამცნო. ფეხსაცმელი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა.
La Maison De Gaga-მ, რომელიც მომღერლის იმიჯზე ზრუნავს, აღნიშნული ფაქტის შესახებ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა პოსტი.
Moreover, @ladygaga sported a pair of thigh-high black vinyl boots by emerging designer Datuna Sulikashvili's Spring/Summer 2019 collection!
Read the full post here > https://t.co/ZKF5Vk8xsx pic.twitter.com/sCM39MlXo0
— LA MAISON GAGA (@LaMaisonGaga_) December 26, 2018
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგას აქამდეც არაერთხელ შეუჩერებია არჩევანი ქართველი დიზაინერების სამოსზე. რამდენიმე თვის წინ მან თამუნა ინგოროყვას ჩექმა მოირგო.
გასულ წელს, გიორგი ქებურიას კაბით გამოჩნდა.
ლას-ვეგასში გამართულ ლაიონელ რიჩის კონცერტს კი მომღერალი Avtandil-ის ბრენდის მომხიბლავი კაბით დაესწრო, რაც გულშემატკივრებს, განსაკუთრებით კი ქართველებს, ნამდვილად არ გამორჩენიათ.