ინტერნეტში აქტიურად განიხილება „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაღებული ვიდეო. მასზე გამოსახულია ცნობილი მომღერალი ლედი გაგა, რომელიც სცენისკენ მიდის და გზაში ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს ლეონარდი დიკაპრიოს ეჯახება.
დიკაპრიო ამ დროს მეგიდასთან იჯდა და მეზობლებს ესაუბრებოდა, მას მკლავი ოდნავ გამოწეული ჰქონდა. სწორედ ლეოს მკლავზე გაჰკრა ლედი გაგამ თავისი თეძო და სცენისკენ გზა განაგრძო.
რაღაც მომენტში კამერებში დიკაპრიოს გაოცებული, შეიძლება ითქვას, შეშინებული სახის გამომეტყველება მოხვდა, თუმცა მალევე მან ჩვეული ღიმილი დაიბრუნა და თავი ხელში აიყვანა. მოგვიანებით მსახიობმა თქვა, რომ შეჯახების მომენტში ვერც კი მიხვდა, ვინ გაიარა მის გვერდით. თავის მხრივ, ლედი გაგამაც აღიარა, რომ დი კაპრიო ვერ შეამჩნია, ვინაიდან ის მისკენ ზურგით იჯდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=ussLboEY0FY&feature=youtu.be[/youtube]