ლედი გაგამ გაამხილა, რომ ბავშვობაში გააუპატიურეს!

    ჰოვარდ სტერნის რადიო-შოუში სტუმრობისას, ლედი გაგამ გაამხილა, რომ თინეიჯერობის ასაკში ის გააუპატიურეს. მისივე თქმით, წლები დაჭირდა იმისათვის, რომ ეს ტრავმა დაეძლია. როცა ჟურნალისტმა მომღერალს ჰკითხა, რა იყო სიმღერის “Swine” შთაგონების წყარო, ასეთი პასუხი მიიღო:
„არსებობს საშინელი ამბები, რომლებიც გამოვიარე და ამ მომენტისათვის ისიც კი შემიძლია, მათზე გავიცინო. ეს იმ მრავალწლიანი მენტალური და ფსიქიკური თერაპიების დამსახურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში მიტარდებოდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. სიმღერაც ყოფილ მე-ს მივუძღვენი. ის პიროვნება მე არ მეკუთვნოდა, თითქოს სხვა ვიყავი… სიმართლე რომ გითხრათ, 19 წლის ასაკში დავიწყე კათოლიკურ სკოლაში სწავლა და ისეთ კოშმარში აღმოვჩნდი, გაოცებული ვკითხულობდი, ნუთუ ასე ცხოვრობენ მოზრდილი ადამიანები-მეთქი…“
მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურად მოძალადის ვინაობა არ გაამხილა, ლედი გაგამ აღნიშნა, რომ ამ ინციდენტმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა და მრავალი წლის განმავლობაში ბევრ რამეზე ათქმევინა უარი.
„იმ მომენტში იმდენად დამანგრეველი გავლენა არ მოუხდენია ჩემზე, რამდენადაც 4-5 წლის შემდეგ მოახდინა. ისეთი საშინელება იყო!.. ისე მტკიოდა გული! კარგა ხანს იმასაც ვფიქრობდი, არაფერს აზრი არ აქვს და ისღა დამრჩენია, დინებას მივყვე-მეთქი. სერიოზულად ტრავმირებული ვიყავი.მას შემდეგ ერთხელ გადამეყარა და შიშისაგან პარალიზებული გავხდი, ვეღარ ვტოკდებოდი! ახლა კი ვცდილობ, თავად ვიყო პასუხისმგებელი ჩემი ცხოვრების დინების მიმართულებაზე, ჩემს სილამაზესა თუ ტკივილზე. იმ ბოროტმოქმედს კი იმხელა სიამოვნებას არ მივანიჭებ, რომ მისი ვინაობა დავასახელო და ყურადღების ცენტრში ყოფნა ვაღირსო!“
გარდა ამ ტრაგედიისა, ლედი გაგამ ახალ ჯაზ-ალბომზეც ისაუბრა, რომელიც ტონი ბენეტთან ერთად გამოუშვა. როგორც ჩანს, მომღერალი უზომოდ კმაყოფილი და მადლიერია ამ თანამშრომლობის გამო:
„წარმოგიდგენიათ, რამხელა ჯილდოა მთელი ამ ტკივილისა და ტრავმის მერე ისეთი მზრუნველი და საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, როგორიც ტონი ბენეტია? ის არ არის არც მხოლოდ მამა, არც ბაბუა, არც ბიძა… ის ძმაცაა, მეგობარიცაა, ყველა და ყველაფერია! ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ ნიჭი და მეგობრობა სურს. მე კი რამდენი ხანია, სწორედ ისეთ ადამიანზე ვოცნებობდი, რომელიც მეტყოდა, რომ კარგი ხმა მაქვს და დამეხმარებოდა…“

წყარო:allmovies.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები