„ჯორჯია ლოთერის“ გამარჯვებული გრეგორი ბურჩ უმცროსი სიცოცხლეს იანვარში გამოასალმეს. მან გასულ წელს 434.272 დოლარი მოიგო.
აშშ-ის ქალაქ ბენ ჰილის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა.
როსალინ სვეინს, ერნესტ ჰოლკომბს, ვეიან ჯორდანს, ანჯაველ ჯოსნონს, ჯორჯია ფიცჯერალდს, დაბრენტის ოვერსთრითს და კეიანას, განზრახ მკვლელობის გარდა, ყაჩაღობასა და სხვის საკუთრებაში უკანანონოდ შეჭრაში ედებათ ბრალი.
მკვლელობის ღამეს ბურჩი სახლში შეყვარებულთან და ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მასთან ნიღბიანები შეიჭრნენ.
დაღუპულის შეყვარებულის, ჯასმინ ჰადრიკის თქმით, ბურჩი მძარცველებს ევედრებოდა, რომ ბავშვების თანდასწრებით არ ესროლათ და თავდამსხმელებს საფულეს და საბანკო ბარათს სთავაზობდა.
სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. გამოცემა people ბელ ჰილის ქალაქის შერიფზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
სხვა სიახლეები