ლაპლანდიური კომპანია საქართველოში ელფს ეძებს

ლაპლანდიური კომპანია ელფის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია jobs.ge-ზე 17 დეკემბერს გამოაქვეყნა და მსურველებმა განაცხადის შესახებ პირადი მონაცემები 17 იანვრამდე უნდა გადააგზავნონ – წერილი ჩრდილოეთისკენ, ან მეილზე: nick@lapland.com. კანდიდატებს შორის გამარჯვებული კომპანიაში სრული განაკვეთით დასაქმდება და ფიქსირებულ ხელფასს მიიღებს.
ელფის მსურველებმა ლაპლანდიური კომპანიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.
კერძოდ, სქესი: ყველა
** ელფობის მინიმუმ 100-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურის, სინდარინის და სალაპარაკო ქუენიას ცოდნა;
** მარხილის მართვის მოწმობა;
** ირმების სიყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ყინვაგამძლეობა;
** საოფისე პროგრამების და Corel-ის ცოდნა;
** საკუთარი კომპასი. გარდა ამისა, ელფის პოზიციაზე მსურველის ძირითადი მოვალეობაა, ბავშვების ზრდის ანალიზის ცოდნა და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.
** ბავშვების ბაზრის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** საჩუქრების ტრენდების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** ცუდი და კარგი ბავშვების სიების მონიტორინგი;
** საჩუქრების დამზადება, დახარისხება და შეფუთვა;
** ირმების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
ლაპლანდიური კომპანია ყველა კანდიდატს წარმატებას უსურვებს, თუმცა კატეგორიულად აფრთხილებს, ორკები და ტროლები არ გამოეხმაურნონ.
ddd

კომენტარები

სხვა სიახლეები