პილინგი – მოვიცილოთ კანიდან მკვდარი უჯრედები. პილინგი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, მისი დახმარებით ვიშორებთ მკვდარ უჯრედებს კანის ზედაპირიდან, ამით ვეხმარებით კანს “სუნთქვაში” და კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეწოვაში. სახლის პირობებში მარტივად კეთდება პილინგი ყავის ნალექისგან, რომელიც არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. პილინგის დაწყებამდე სახე საგულდაგულოდ დაიბანეთ და არ გაიმშრალოთ, შემდეგ კი ყავის ნალექი წრიული მოძრაობებით მსუბუქად წაისვით მთელ სახეზე. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით. წაისვით მკვებავი კრემი. ყავის ნალექს არაჩვეულებრივი ანტიცელულიტური ეფექტიც აქვს. მისი მომზადების ტექნოლოგიაც ძალიან მარტივია: ყავის ნალექს დაუმატეთ ცოტა შაქარი და 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი. მშრალი კანისთვის კარგია, თუ ყავის ნალექს შეურევთ 1ჩ/კ მარილს და შხაპის ჩვეულებრივ გელს.
სახის ნიღბები როგორც წესი, ნიღბის დადებამდე, სახის კანი კარგად უნდა გაიწმინდოთ – ჯერ უნდა დაიბანოთ, შემდეგ გაიწმინდოთ ლოსიონით , რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს კანი ნიღბის აქტიური ნივთიერებების შეწოვას.
ნიღაბი ნორმალური კანისთვის- აურიეთ 2ს.კ. თაფლი, 1 ჭიქა ცხიმიანი, მაგრამ არა ტკბილი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი გახეხილი გრეიპფრუტის ცედრა, ½ ჭიქა ჩაის მაგარი ნაყენი (ცივი). ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი მშრალი კანისთვის- ნიღბის მოსამზადებლად, აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი თხევადი კრემი, ერთი უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.ათქვიფეთ კრემი კვერცხის გულსა და ზეითუნის ზეთში მანამ, სანამ მასა არ მიიღებს ღია ყვითელ ფერს. მიღებული ნარევი მაშინვე დიდი რაოდენობით დაიდეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეში, მაგრამ არ წაისვათ თვალების გარშემო. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის- ვაშლის ნიღაბი – ½ ვაშლი დაილაგეთ სახეზე (ან მოამზადეთ ფაფა და ის დაიდეთ) 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.