თვალები გულის სარკმელიაო,ამბობს ანდაზა.ლამაზი წარბები,გრძელი წამწამები და სუფთა მბრწყინავი თვალები სახეს სიცოცხლეს და ახალგაზრდობას მატებს.მხოლოდ ჯანსაღი თვალები შეიძლება იყოს სუფთა და ნათელი.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს მხედველობის შესამოწმებლად? უპირველეს ყოვლისა, სასკოლო ასაკში.თვითონ ბავშვი ყოველთვის ვერ ამჩნევს თავის ნაკლს,მაგრამ გაძნელებული სწავლა,ყურადღების არასაკმარისი კონცენტრაცია,სწრაფი დაღლა და თავის ტკივილი ხშირ შემთხვევაში ცუდი მხედველობით აიხსნება.ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ატაროს პატარამ შესაბამისი სათვალე.
დაახლოებით 45წლის ასაკში ვითარდება შორსმხედველობა,ძნელდება კითხვა,თვალების გადაღლა.ასეთ შემთხვევაშიც უნდა მივმართოთ ექიმს და მისი შერჩეული სათვალე ვატაროთ.
როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა? შეეცადეთ ბავშვები საათობით არ დასვათ ეკრანის წინ.ტელევიზორის და კომპიუტერის გამოსხივება თვალების ერთ-ერთი მთავარი მტერია.ასევე გაითვალისწინეთ,რომ ჩაბნელებულ ოთახში ეკრანის ყურება მავნებელია თქვენი მხედველობისთვის.გაიკეთეთ გამორეცხვები თბილი წყლით და დაიდეთ გვირილას ან ცაცხვის კომპრესები. შავი ჩაიც ძალიან კარგად ამშვიდებს გადაღლილ თვალებს.
მხედველობის ნაკლებობის შემთხვევაში გაიკეთეთ მხოლოდ ოფთალმოლოგის მიერ დადგენილი სათვალე.გაითვალისწინეთ,რომ არაშესაბამისმა სათვალემ შეიძლება გაცილებით მეტი პრობლემა შეგიქმნათ.
თუ მხედველობის პრობლება არ გაქვთ,მაგრამ დღის უმეტეს ნაწილს ეკრანის წინ ატარებთ, სასურველია შეიძინოთ დამცავი სათვალე.ასე თქვენს თვალებს დაიცავთ გამოსხივებისგან და შეინარჩუნებთ კარგი მხედველობის,ჯანსაღ თვალებს.