ლალი მოროშკინა “ბლატნოი ნარევ” სტატუსს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა საპირველაპრილოდ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“სტატუსი “ბლატნოი” ნარევი, ეს პირველი აპრილი რომ არ ყოფილიყო, რა გვეშველებოდა? მოგაწვა და აღსარება გინდა – კი, ბატონო, მერე იტყვი, “ნიჩურტა”იყოო… ვიღაცაზე შარის მოდება გინდა – კი, ბატონო, თუ გამოგივიდა ნორმალური ადამიანების ლაფში ჩაფვლა, ხომ კაი, თუ ხალხის წყრომა დაგატყდა თავს, შეცვლი “პლასტინკას” და იტყვი: – უი, საყვარელო, ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ, ეს კი საპირველაპრილო ხუმრობა იყოო… ჰოდა, ვისაც “შუტკა გაგეხსნათ”, გახსოვდეთ, „ნაროდი“ არც თქვენი “ჩაშკა-ლოჟკაა” და არც საქართველოა “ლახატრონი”… და კიდევ, ე, მანდ ღამის 12-ზე კონკიასი არ იყოს, თქვენი შავი ჯიპი გოგრად არ გადაიქცეს, კალენდარზე ხომ უკვე 2 აპრილი იქნება“, – წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები