ლალი მოროშკინა ანრი ჯოხაძეს მადლობას უხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
“არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი აზრი ერთ თითქოს ჩემთან არც ისე ახლოს მდგარ თემასთან მიმართებაში.
გუშინ “რეაქციაში” Zura Khachidze-მ სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა.იმ ავადსახსენებელ დროს რატომ არ კითხულობდით ,შავ სიაში მოხვედრილ მომღერალ კოლეგებსო?
მხოლოდ Anri Jokhadze-მ თქვა მე ვკითხულობდიო!!!!
დიახ,მხოლოდ ანრი მოიქცა კაცურად ჩემთან მიმართებაშიც!!!
მაშინ როდესაც დათო არჩვაძე და სხვა “ხალხის რჩეულები” 2010 წლის 11 დეკემბერს, პოლიციაში განცხადებას წერდნენ და საქმის აღძვრას ითხოვდნენ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით,მხოლოდ ანრი ყელგამოღადრული ამტკიცებდა ჩემს უდანაშაულობას!!!
სასამართლოზეც,სადაც ადვოკატიც კი არ შემოუშვეს,ანრი ჩემს უახლოეს მეგობრებთან და მედია საშუალებებთან ერთად გარეთ იდგა და განაჩენს აპროტეტებდა!!! ასეთი რაღაცეები არ იშლება მეხსიერებიდან!
მადლობა ანრი”!!! – წერს ფეისბუქზე მოროშკინა.
Next Post
სხვა სიახლეები