ჟურნალისტ ლალი მოროშკინას შემდეგ, “ცეკვავენ ვარსკვლავები” საკუთარი გადაწყვეტილებით, შესაძლოა, პუბლიცისტმა, ირაკლი კაკაბაძემაც დატოვოს.
შესაბამისი პოსტი კაკაბაძემ, ცოტა ხნის წინ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა და მიზეზები განმარტა.
“მე იმედი მქონდა, რომ ამ განცხადების გაკეთება არ მომიწევდა. ჩვენ ძალიან ბევრს ვუმადლით ამ პროექტში ლაშას და უკრაინელ ქორეოგრაფებს. მათ გარეშე არ ვაპირებთ პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას. მე, პირადად, არ ვაპირებ, რომ პროექტში მონაწილეობა გავაგრძელო თუ ლაშამ და უკრაინელებმა დატოვეს პროექტი. ეს იქნება ყველანაირად არაეთიკური და ჩვენ ასე მოქმედებას მიჩვეულნი არ ვართ. იმედია ეს არ მოხდება. დიდი პატივისცემით, ირაკლი კაკაბაძე”, – წერს პუბლიცისტი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა, ლალი მოროშკინამ პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მოროშკინამ განმარტა, სხვადასხვა გარემოებასთან ერთად, პროექტის დატოვების მიზეზი ჟიურის წევრის, გოჩა ჩერტკოევის, ხისტი შეფასებები გახდა.
Prev Post
სხვა სიახლეები