ლალი გუშიკაშვილი: „მარტო ხარ ამ ბრძოლაში, ვერავინ ვერაფერს გიშველის! ავიცრათ ერთმანეთისთვის“!

„მოვუფრთხილდეთ თავს და, მით უმეტეს, გარშემომყოფებს“, – ამის შესახებ მოდელი და ცნობილი ინფლუენსერი ლალი გუშიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინფლუენსერი საზოგადოებას კოვიდთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აცრისკენ მოუწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი იარაღი პანდემიის დასასრულებლად.

„არავის შეშინებას არ ვაპირებ, არც – დამოძღვრას, არც მე ვარ შეშინებული. 8 თვის წინ გადავიტანე და მივხვდი (ან ვერ მივხვდი ბოლომდე), როდესაც წერდნენ: ,,შენს წილ ჰაერს გართმევსო”. გინდა მხოლოდ ჩაისუნთქო და ამოსუნთქვა გენანება, პირს ვერ აღებ, რომ თითოეული ჟანგბადის მოლეკულა ძალიან მნიშვნელოვანი გეჩვენება! ვერ წვები, ზიხარ! თვალის დახუჭვის შიში გაქვს, ძილის შიში… და მარტო ხარ ამ ბრძოლაში, ვერავინ ვერაფერს გიშველის! არ მინდა ზედმეტი დრამატიზება, ახლა უკვე კარგად ვარ! მაგრამ, ხალხო, მოუფრთხილდით რა თავს და, მით უმეტეს – გარშემომყოფებს! ყველასთვის ასე არ მთავრდება! ყველა ვერ უძლებს! დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ! #აცრაგვიცავს #აიცერით #ავიცრადერთმანეთისთვის“,- წერს ლალი გუშიკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები