ლადო კახაძემ ბოქლომების აქციას ლექსი მიუძღვნა – დაიძახეს “ბოქ-ლომებმა”

მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო კახაძემ საქართველოში მიმდინარე ბოქლომების აქციას, ლექსი მიუძღვნა.

“დაიძახეს «ბოქ-ლომებმა»:
«არსად დაგვრჩეს კარი ღია»!
-ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას
ნეტა ვის რა წაუღია?
სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,
უმადურნი, ჯიბე ღია,
მიკროფონით სარგებლობას
ლამობს ბრიყვი და თავღია.
ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,
საიდულმოს ამხელს «ღია«,
შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,
გული დამშრალ ტბორში გდია.
მტარვალივით ვძიძგნით მამულს,
ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,
ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,
დღეს ავყიას «გმირი» ჰქვია.
დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,
სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,
ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,
სხვის დათესილს სხვანი მკიან.
სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,
მტრები დენთის კასრებს ხსნიან,
გაფრთხილებად ჩამითვალეთ-
უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან”!!!

კომენტარები

სხვა სიახლეები