ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ნაპოვნი მამრი შველი, რომელიც ეზოდან გასვლას ვერ ახერხებდა რეინჯერებმა ტყეში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
“3 თებერვალს, ლაგოდეხის საავადმყოფოს ეზოში ქალაქის მაცხოვრებლებმა ახალგაზრდა მამრი შველი შენიშნეს, რომელიც ეზოდან გასასვლელს ვერ პოულობდა და ლითონის ღობეს ეჯახებოდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მიაწოდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.
საერთო ძალებით მოხდა შველის დახმარება, რომელიც მოგვიანებით რეინჯერებმა ტყეში დააბრუნეს”,-ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.